რელიგია
დღეიდან მართლმადიდებლებისთვის აღდგომის მარხვა დაიწო
27 თებერვლიდან დიდმარხვის პირველი კვირა დაიწყო. მორწმუნეებისთვის დიდმარხვის პირველი შვიდეული მკაცრია. მოძღვრის კურთხევით ეკლესიური ადამიანები შაბათ-კვირის გარდა, უზეთო საჭმელს იღებენ. ვისაც ეს არ შეუძლია, ამ წესის დაცვას ოთხშაბათსა და პარასკევს ცდილობს. დიდ მარხვის დაწყების წინა დღეს ეკლესიებში შენდობის ლოცვა შესრულდა.

პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში, სხვა მსახურებასთან ერთად, წმინდა ანდრია კრიტელის ლოცვა იკითხება, რომელსაც სინანულის განსაკუთრებული ძალა აქვს. კვირის დღეებში საღმრთო წირვები აღარ ტარდება. ოთხშაბათსა და პარასკევს მხოლოდ პირველშეწირულის წირვა იმართება.

ასევე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მთელი დიდმარხვის განმავლობაში მორწმუნეები დილა-საღამოს ლოცვების შემდეგ ეფრემ ასურის ლოცვებს კითხულობენ, რომელიც ასევე მეტი სინანულისთვისაა.

დიდმარხვა წელს 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
| Print |