რელიგია
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, უკრაინის საელჩოსთან 28 მარტს დაგეგმილ აქციასთან საპატრიარქოს კავშირი არ აქვს.

ამასთან, როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „სხვა ქვეყნის სახელმწიფო წარმომადგენლობასთან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისაგან სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკავონ“.

„გავრცელდა ინფორმაცია, 28 მარტს საეკლესიო თემასთან დაკავშირებული აქციის შესახებ, რომელიც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხება. როგორც ნათქვამია განცხადებაში, მსვლელობა უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო აქციით უნდა დასრულდეს და თითქოს მონაწილეობა უნდა მიიღონ ჩვენი ეკლესიის სასულიერო პირებმაც.

ვაცხადებთ, აღნიშნულ აქტივობას საქართველოს საპატრიარქოსთან კავშირი არა აქვს და სხვა ქვეყნის სახელმწიფო წარმომადგენლობასთან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისაგან სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკავონ“
, - ნათქვამია განცხადებაში.
| Print |