რელიგია
რას გულისხმობს ვნების შვიდეულში შაბათის წირვა
ვნების შვიდეულის შაბათს, რომელსაც „დიდ შაბათს“ უწოდებენ, დილით ადრე სრულდება გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს რიტუალი მომასწავებელია უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში, სრულდება წირვა, ხოლო ამის შემდეგ იწყება მზადება იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.

დიდი შაბათი ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც დაშვებულია და, ამდენად, სავალდებულო მკაცრი მარხვა; ამასთან, ვინც აღდგომის წირვაზე ზიარებისათვის ემზადება, საღამოს 8 სთ-ის შემდეგ საზრდელი აღარ უნდა მიიღოს, ამ დღეს, აღარ იკითხება წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვაც.

დიდი მარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 16 აპრილს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

სიმბოლურად, შაბათის წირვა მაცხოვრის ჯოჯოხეთში ჩასვლას და იქიდან მიცვალებუთა სულების ამოყვანას განასახირებს.
| Print |