რელიგია
ზეციური ცეცხლი ეპარქიებში გადანაწილდა
წმინდა ცეცხლი იერუსალიმიდან, ჩარტერული რეისით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაახლოებით ღამის 12:00 საათისთვის ჩამოიტანეს და სამების საკათედრო ტაძარში მიიტანეს, სადაც სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობდა.

ცეცხლი, ტრადიციულად საქართველოს სხვადასხვა ტაძარსა და ეპარქიაში გადანაწილდა.

წმინდა ცეცხლი სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

,,გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღეს - ქრისტეს აღდგომას მთელ საქართველოს, იერუსალიმიდან ჩამოვბრძანდი და ახლა ეს მადლიანი ცეცხლი წავა მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. იმ გრძნობას ალბათ ვერე გამოხატავს ადამიანი, უბრალოდ თავი უნდა გამოსცადოს რა არის ეს. ეს დიდი მისიაა. მადლობა ღმერთს" - აღნიშნავს საპატრიარქოს მღვდელმსახური.
| Print |