რელიგია
კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესიები ახალ კვირას აღნიშნავენ
დღეს, 16 აპრილს ორივე კონფესია - სომხური სამოციქულო და კათოლიკური ეკლესია კვირაცხოვლობას, ანუ აღდგომის განახლებას ზეიმობს. დღესასწაულთან ეკლესიებში დაკავშირებით საზეიმო წირვა აღევლინა.

სახარებაში აღწერილია (იოანე 20, 19-20), თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები, როდესაც ეს შეიტყო თომამ, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, გული დასწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო.

აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: “უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო”. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება. “შენ იხილე და ირწმუნე, თომა, – უთხრა უფალმა – ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა”.
,,ახალ კვირას" (კვირაცხოვლობას) კათოლიკე ეკლესია ივლიტის ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს არის იესოს ღვთაებრივი გულმოწყალების დღესასწაული" - აღნიშნულია www.catholic.ge - სმიერ გავრცელებულ განცხადებაში.
| Print |