რელიგია
მუსლიმური სამყარო რამადან-ბაირამს აღნიშნავს
მუსლიმები რამადან ბაირამის, იგივე ფითირ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ.

რამადან-ბაირამი (იდ ალ-ფიტრი) მუსლიმთათვის ორი უდიდესი დღესასწაულთაგან ერთ-ერთია, რაც ნიშნავს მარხვის დასრულების, ხსნილის დღესასწაულს, რომელიც წმინდა რამადანის თვის დამთავრების შემდეგ აღინიშნება.

რამადან-ბაირამის დროს მუსლიმები ასრულებენ სადღესასწაულო ლოცვას, ამზადებენ ტრადიციულ კერძებს, გასცემენ მოწყალებას, არიგებენ საჩუქრებს, სტუმრად მიდიან მეგობრებთან და ნათესავებთან, შლიან დიდ საზეიმო სუფრებს. ამიტომაც, რამადან-ბაირამი შერიგების, ერთიანობის, გაძლიერების და ძმობის დღესასწაულია.
| Print |