რელიგია
აწყურის ღვთისმშობლის ხატი წმ. შალვა ახალციხელის ტაძარშია
წმ.მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ახალციხის წმ.შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო წირვა - ლოცვა ჩატარდა.  

დღესასწაულთან დაკავშირებით, საკათედრო ტაძარში აწყურის ღვთისმშობლის ხატი მიაბრძანეს და პარაკლისი გადაიხადეს. მომლოცველობს საშუალება ჰქონდათ აწყურის ღვთისმშობლის ხატს დილიდან მიახლებოდნენ.

აწყურის ხატი ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულებაა, რომელიც საქართველოში წმინდა ანდრია პირველწოდებულმა შემოაბრძანა. ხელთუქმნელი ხატი ამ დროისთვის დაკარგულია. მისი ყველაზე ძველი ასლი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული.
აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით დაიწერა. იგი სასულიერო პირებმა იერუსალიმში მაცხოვრისა და ღვთისმშობლის საფლავებზე წააბრძანეს. შემდეგ კი იტალიის ქალაქი მალფი მოილოცეს, სადაც ანდრია მოციქულის წმიდა ნაწილებია დავანებული.

ხატით მსვლელობა ყოველწლიურად თურქეთიდან იწყება, საიდანაც წმინდა ანდრია მოციქული საქართველოში შემოვიდა.
| Print |