რელიგია
სომხური ეკლესია ვარაგას მთაზე ჯვართამაღლებას აღნიშნავს
სომეხთა სამოციქულო ეკლესია ვარაგას წმინდა მთაზე ჯვართამაღლებას აღნიშნავს.

განცხადებას აღნიშნულის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„დღეს, სომეხთა სამოციქულო ეკლესია ვარაგას წმინდა მთაზე ჯვართამაღლებას ზეიმობს. ჯვართამაღლება ვარაგას მთაზე სომხურ ეკლესიაში ჯვრისადმი მიძღვნილ დღესასწაულთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. იგი VII საუკუნიდან აღინიშნება და განსაკუთრებულ დღესასწაულად ითვლება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიას, მის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს ამ დღესასწაულს ულოცავს“
,- აღნიშნულია განცხადებაში.
| Print |