რელიგია
ქართველმა კათოლიკეებმა რაბათში ტაძრის დღესასწაული იზეიმეს
ფოტო არქივიდან

ქართველი კათოლიკეები დღეს რაბათის სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დღეს ზეიმობენ. დღესასწაული რაბათში საზეიმო წირვით აღინიშნება. კათოლიკე ეკლესიაში ოქტომბერი ღვთისმშობლის თვეა. ამიტომ მორწმუნეები მთელი თვის განმავლობაში სავარდზე, იგივე კრიალოსანზე წმ. მარიამის მიმართ ლოცულობენ.

ისტორიულად, სავარდის დღესასწაულის დაწესება ეპანტოს ბრძოლას უკავშირდება, რომელიც 1571 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა. ეს იყო უკანასკნელი დიდი ბრძოლა საღვთო ლიგასა და ოსმალეთს შორის. იმისათვის, რომ მცირერიცხოვან საღვთო ლიგას გამარჯვება მოეპოვებინა, მაშინდელმა პაპმა პიუს V-მ ქრისტიანებს სავარდზე ლოცვისაკენ მოულოცა. ბრძოლაში ოსმალეთი დამარცხდა, 7 ოქტომბერი კი იმავე პაპმა სავარდის ღვთისმშობლის დღესასწაულად გამოაცხადა.

კათოლიკე მრევლი, 7 ოქტომბერს, როგორც რაბათის ეკლესიის დღესასწაულს 2012 წლიდან აღნიშნავს. მას შემდეგ, რაც ისტორიული ტაძრის რეაბილიტაცია განხორციელდა და ტაძარი სავარდის სახელზე იკურთხა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას დღესასწაულს ულოცავს.

„სავარდის დღესასწაულის დაწესება ლეპანტოს ბრძოლას უკავშირდება, რომელიც 1571 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა. ეს იყო უკანასკნელი დიდი ბრძოლა საღვთო ლიგასა (ვენეცია, ესპანეთი, რომის პაპი, მალტა და იტალიის სახელმწიფოები: გენუა, ნეაპოლი, სიცილია, სავოია და სხვ.) და ოსმალეთს შორის, რომელიც საღვთო ლიგის გამარჯვებით დასრულდა. გადმოცემის თანახმად, პაპმა პიუს V-მ ქრისტიანებს სავარდზე ლოცვისაკენ მოუწოდა, ხოლო გამარჯვების შემდეგ, 7 ოქტომბერი სავარდის ღვთისმშობლის დღესასწაულად გამოაცხადა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, მის მრევლს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ
“, - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

| Print |