რელიგია
“ქართველმა კაცმა შეგვინარჩუნა თვითმყოფადობა”- რუმინეთის პატრიარქის ქორეპისკოპოსი
“ქართველმა კაცმა შეგვინარჩუნა თვითმყოფადობა" - ამის შესახებ ქადაგებისას რუმინეთის პატრიარქის ქორეპისკოპოსმა განაცხადა.

,,მან (წმიდა ანთიმოზმა) დააარსა პირველი უფასო საჯარო სკოლები; მან განამტკიცა რუმინელ ერში მართლმადიდებლობა, მან შექმნა ხელოვნების ნიმუშები და სული ჩაუდგა რუმინულ მწერლობას, დაბეჭდა წიგნები ხუთ ენაზე და აღადგინა ჩვენი მკვდარი ტრადიციები! ერთმა ქართველმა კაცმა შეგვინარჩუნა თვითმყოფადობა მთელ ერს! ნეტარია მისი სახელი”, – განაცხადა ქადაგებისას ეპისკოპოსმა ვარლაამმა.
| Print |