რელიგია
უკრაინამ რუსეთის პატრიარქი ძებნილად გამოაცხადა
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი კირილი ძებნილად გამოაცხადა.

რუსეთის პატრიარქი ეჭვმიტანილია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფაში, მას ასევე აგრესიული ომის წარმოება ედება ბრალად.

პატრიარქი კირილი ცნობილია თავისი ანტიუკრაინული განცხადებებითა და სხვა ოდიოზური ხრიკებით, ის პუტინისა და სხვა სამხედრო-პოლიტიკური მაღალჩინოსნების წრესთან დაახლოებული პირია, რომელი უკრაინაში რუსეთს აგრესიას უჭერს მხარს. ასევე პუტინის პატრიარქმა არაერთხელ მოუწოდა რუსებს უკრაინის წინააღმდეგ ომისკენ.
| Print |