რელიგია
"სიტყვას აქვს ძალა - იხარეთ ორსავე სოფელსა შინა" - პატრიარქი ილია მეორე
მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა ახალი წელი მოგილოცოთ , - ასე მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მოქალაქეებს 2024 წელი.

პატრიარქმა საქართველო დალოცა და აღნიშნა, რომ სიტყვას აქვს უდიდესი ძალა.

„სიტყვას აქვს ძალა. რამდენიმე საუკუნის წინ იყო ხალხში ასეთი წესი - ხვდებოდნენ ერთმანეთს და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, გიხაროდეს შინ და გარეთ. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. მშვიდობა თქვენდა. ღმერთმა დაგლოცოთ, ამინ!“, - აღნიშნა პატრიარქმა.
| Print |