რელიგია
სომხური ეკლესია შობას და ნათლისღებას აღნიშნავს
დღეს, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო ეკლესია უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულებს, იესო ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს. შობა ის ქრისტიანული დღესასწაულია, რომელმაც სამყარო შეცვალა. უფლის ნათლისღება კი, ახალი აღთქმის თანახმად, იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში იესო ქრისტეს მონათვლას უკავშირდება.

სომხური ეკლესია დღესასწაულს საქართველოს ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში აღნიშნავს. წირვის შემდეგ სრულდება წყალკურთხევის რიტუალი.

სომხური სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთ დღეს აღნიშნავს.

6 იანვარს დილით საშობაო წირვა იწყება, რომელიც შემდეგ ნათლობის რიტუალით გრძელდება.

შობის წინა კვირა - 30 დეკემბრიდან 5 იანვრის საღამომდე - მარხვის კვირაა. მარხვა 5 იანვარს, საღამოს, ეკლესიებში საშობაო ლიტურგიის აღვლენის შემდეგ მთავრდება.

6 იანვარს, საშობაო ლიტურგიის შემდეგ, წყალკურთხევის რიტუალი ტარდება ბიბლიით, ჯვრითა და მირონით. ამის შემდეგ წყალს დამსწრეებს ურიგებენ. მომდევნო დღეს სომხური ეკლესია მიცვალებულთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს და პანაშვიდს იხდის მათი სულების სიმშვიდისათვის.
| Print |