რელიგია
მართლმადიდებლებისთვის ყველიერის კვირა იწყება
11 მარტიდან ყველიერის კვირა იწყება, რაც იმას ნიშნავს რომ მართლმადიდებლებს ხორცის მიღება აღარ შეუძლიათ. 17 მარტის ჩათვლით მსგეფსია და მრევლისთვის რძის ნაწარმის, თევზისა და კვერცხის მიღება ყოველდღე ნებადართულია.

18 მარტიდან მძიმე მარხვა იწყება

ყველიერის სამშაბათ საღამოდან პარასკევის დილის ჩათვლით იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა. ეფრემ ასურის ლოცვა ასევე იკითხება მთელი მარხვის განმავლობაში შაბათ-კვირის გარდა.

რაც შეეხება მიცვალებულთა მოხსენიების დღეებს, დიდმარხვის განმავლობაში ოთხჯერ ტარდება.

9 და 30 მარტი, ასევე 13 აპრილი მიცვლაებულთა მოხსენიების დღეებია, ხოლო 6 აპრილს დიდი პანაშვიდი გაიმართება.

თევზით ხსნილია ხარებას - 7 აპრილს და ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას და ბზობას 27-28 აპრილს.

| Print |