მინდა დაგარწმუნოთ, საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს იდეა განხორციელდეს - ილია მეორე ევროკავშირში გაწევრიანებაზე
21:54 / 19.05.2024
საქართველოს პატრიარქი ილია მეორე საქართველოს მომავალს ევროპის კავშირში ხედავს. ამის შესახებ უწმინდესს და უნეტარესს სხვადასხვა წლებში არაერთხელ განუცხადებია.
,,ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი რომელიც შრომობდა ამ ბედნიერი დღისათვის. ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელსაც კარგად იცნობს საქართველო და ქართველი ხალხი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს სრულუფლებიანი წევრი ამ დიდი ორგანიზაციის. მე მინდა დაგარწმუნოთ, საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს იდეა განხორციელდეს"- საქართველოს- კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე.
,,საქართველოს უნიკალური კულტურა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია და რომ ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების, სულიერი ფასეულობებისა და, ზოგადად, მისი უძველესი კულტურის შენარჩუნება და განვითარება თავად ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია" - ამბობს საქართველოს პატრიარქი.