გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სოფელ ჭელის მუსლიმი
მოსახლეობა ახალციხეში მართლმადიდებლების აქციისკენ მიემართება –
სამცხე–ჯავახეთის მუფთი უარყოფს. მამუკა ვაშაყმაძის თქმით,
საპატრიარქოსა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შორის
შეთანხმება მიღწეულია. მუსლიმთა სულიერი ლიდერი ახალციხეში მიმდინარე
პროცესებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ განვითარებული მოვლენები
სამწუხაროა და მის მოგვარებაში არა მარტო საპატრიარქო, არამედ
სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული. ,,არც ერთი მუსლიმი
ადამიანი ახალციხეში არ მიდის, ისინი მინარეთს სოფელ
ჭელაში ელოდებიან. არ ვაპირებთ მართლმადიდებლებთან
შეწინააღმდეგებას. ვთვლით, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ჩვენს
მართლმადიდებელ ძმებთან დაპირისპირება”–განაცხადა ,,ექოსთან”
სატელეფონო საუბარში მამუკა ვაშაყმაძემ.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სოფელ ჭელის მუსლიმი
მოსახლეობა ახალციხეში მართლმადიდებლების აქციისკენ მიემართება –
სამცხე–ჯავახეთის მუფთი უარყოფს. მამუკა ვაშაყმაძის თქმით,
საპატრიარქოსა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შორის
შეთანხმება მიღწეულია. მუსლიმთა სულიერი ლიდერი ახალციხეში მიმდინარე
პროცესებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ განვითარებული მოვლენები
სამწუხაროა და მის მოგვარებაში არა მარტო საპატრიარქო, არამედ
სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული. ,,არც ერთი
მუსლიმი ადამიანი ახალციხეში არ მიდის, ისინი
მინარეთს სოფელ ჭელაში ელოდებიან. არ ვაპირებთ
მართლმადიდებლებთან შეწინააღმდეგებას. ვთვლით, რომ სახელმწიფომ არ
უნდა დაუშვას ჩვენს მართლმადიდებელ ძმებთან
დაპირისპირება”–განაცხადა ,,ექოსთან” სატელეფონო
საუბარში მამუკა ვაშაყმაძემ.