Error
რელიგია
ხვალ უდეში ანთიმოზობას იზეიმებენ
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში ხვალ ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს იზეიმებენ. ამ დღესასწაულს ადგილობრივები ცნობილი საეკლესიო და საერო მოღვაწის, როგორც ამ სოფლის მკვიდრის ხსოვნის პატივსაცემად აღნიშნავენ. ყოველი წლის 26 ივნისს, დღესასწაულის სოფელ უდეში ზეიმს, სათავე 2005 წელს რუმინეთის საელჩოს ინიციატივით დაედო. სწორედ რუმინეთში უკანასკნელ ხანს მოძიებული მასალებით დადგინდა, რომ იგი მესხეთის, კერძოდ სოფელ უდის მკვიდრი იყო. ისტორიული ცნობებით, საქართველოდან გატაცებული და კონსტანტინოპოლს მონად გაყიდული ანთიმოზი ვლახეთში მოხვდა, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. ვლახეთში მან მრავალმხრივი მოღვაწეობა დაიწყო. ანთიმოზ ივერიელის, როგორც მესტამბის, პირველი ნაბიჯები ბუქარესტის სტამბასთანაა დაკავშირებული, სადაც მან 1691 წელს პირველი წიგნი დაბეჭდა. სასტამბო მოღვაწეობასთან ერთად, ანთიმოზ ივერიელს რუმინული სალიტერატურო ენის განვითარების საკითხში დიდი წვლილი მიუძღვის. ამავე საქმეს ემსახურებოდა მისი მოთხოვნა – მღვდელმსახურება რუმინულ ენაზე აღსრულებულიყო. 1694 წელს იგი სნაგოვოს მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. დიდია ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი ქართული სტამბის დაარსებაშიც. თბილისში სტამბას საფუძველი მისმა მოწაფემ მიხაილ იშტვანოვიჩმა ჩაუყარა. 1709 წელს ამ სტამბაში სახარება დაიბეჭდა. ანთიმოზი, როგორც პოლიტიკური მოღვაწე, რუმინეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. ხალხს ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებდა. რადიკალურმა კურსმა მთავართან დააპირისპირა, რასაც წმინდანისთვის სასულიერო ღირსების აყრა მოჰყვა. სინას მთისკენ მიმავალი თურქმა ჯარისკაცებმა ანთიმოზი გზაში მოკლეს და მისი წმინდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს. 1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 27 სექტემბერი, წმიდანის გარდაცვალების დღე, დააწესა. ქართული ეკლესია მის ხსენებას 26 ივნისს აღნიშნავს.  

tadzariiადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში ხვალ ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს იზეიმებენ. ამ დღესასწაულს ადგილობრივები ცნობილი საეკლესიო და საერო მოღვაწის, როგორც ამ სოფლის მკვიდრის ხსოვნის პატივსაცემად აღნიშნავენ.

ყოველი წლის 26 ივნისს, დღესასწაულის სოფელ უდეში ზეიმს, სათავე 2005 წელს რუმინეთის საელჩოს ინიციატივით დაედო. სწორედ რუმინეთში უკანასკნელ ხანს მოძიებული მასალებით დადგინდა, რომ იგი მესხეთის, კერძოდ სოფელ უდის მკვიდრი იყო. ისტორიული ცნობებით, საქართველოდან გატაცებული და კონსტანტინოპოლს მონად გაყიდული ანთიმოზი ვლახეთში მოხვდა, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. ვლახეთში მან მრავალმხრივი მოღვაწეობა დაიწყო.

ანთიმოზ ივერიელის, როგორც მესტამბის, პირველი ნაბიჯები ბუქარესტის სტამბასთანაა დაკავშირებული, სადაც მან 1691 წელს პირველი წიგნი დაბეჭდა. სასტამბო მოღვაწეობასთან ერთად, ანთიმოზ ივერიელს რუმინული სალიტერატურო ენის განვითარების საკითხში დიდი წვლილი მიუძღვის. ამავე საქმეს ემსახურებოდა მისი მოთხოვნა – მღვდელმსახურება რუმინულ ენაზე აღსრულებულიყო.

1694 წელს იგი სნაგოვოს მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.

დიდია ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი ქართული სტამბის დაარსებაშიც. თბილისში სტამბას საფუძველი მისმა მოწაფემ მიხაილ იშტვანოვიჩმა ჩაუყარა. 1709 წელს ამ სტამბაში სახარება დაიბეჭდა.

ანთიმოზი, როგორც პოლიტიკური მოღვაწე, რუმინეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. ხალხს ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებდა. რადიკალურმა კურსმა მთავართან დააპირისპირა, რასაც წმინდანისთვის სასულიერო ღირსების აყრა მოჰყვა. სინას მთისკენ მიმავალი თურქმა ჯარისკაცებმა ანთიმოზი გზაში მოკლეს და მისი წმინდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს.

1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 27 სექტემბერი, წმიდანის გარდაცვალების დღე, დააწესა. ქართული ეკლესია მის ხსენებას 26 ივნისს აღნიშნავს.

 

| Print |