რელიგია
ვლადიმერ ზედგინიძე: "ყველა რელიგიურ კონფესიასთან თანამშრომლობა ჩვენი ვალია"
წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის მოპირკეთებისთვის ახალციხის ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყო. საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა საკრებულოში. რატომ მიმართა ქალაქის თვითმმართველობას თანხის გამოყოფის მოთხოვნით ახალციხისა და ტაო -კლარჯეთის მიტროპოლიტმა? – კითხვაზე, რომელიც საკითხზე მსჯელობისას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა დასვა, პასუხს მეუფე თეოდორე სცემს. პატრიარქის ქორეპისკოპოსის განმარტებით, ეპარქიის ხარჯები ტაძრის მშენებლობას არ ჰყოფნის. ამასთან, საკრებულოს მიერ დამტკიცებული 100 000 ლარი, მხოლოდ ეკლესიის მოპირკეთებისთვისაა საკმარისი.



| Print |