რელიგია
სომხური სამოციქულო ეკლესია დახმარებას, ახალციხის მერიას სთხოვს
სომხური სამოციქულო ეკლესია დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს. მღვდელი აკოფ სააკიანი ,,მე–9 არხთან" განმარტავს, რომ 20 იანვრის მიწისძვრამ, რაბათის დასახლებაში მდებარე გრიგორ განმანათლებლის სახელობის ეკლესია დააზიანა.

ტაძრის წინამძღვრის თქმით, კედლები დაიბზარა და შენობაში ყოფნა მრევლისთვის სახიფათოა. აკოფ სააკიანისთვის უცნობია, რა დაჯდება დაზიანებული კედლების შეკეთება.

აღნიშნული ტაძრის სახურავის შეკეთებისთვის, 10 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2016 წელსაც გამოიყო.

| Print |