,,ეკლესიამ ბევრ განსაცდელს გაუძლო და ამასაც გაუძლებს. ნუ ნერვიულობთ, ეს არის განსაცდელი, ეს არის ბრძოლა, მაგრამ ეს არის გამარჯვებული ბრძოლა და ეკლესია ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს" – ამ სიტყვებით მიმართა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, შენდობის დღეს, წირვის დასრულების შემდეგ მორწმუნეებს. სადღესასწაულო ლიტურგია მღვდელმთავარმა ახალციხის, წმ.მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა, შენდობა ითხოვა და მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდა.