რელიგია
მეუფე თეოდორე: “ეს არის ხარება, არა მარტო დედა ღვთისმშობლისადმი, არამედ მთელი კაცობრიობისადმი”
7 აპრილს მართლმადიდებლურ სამყაროში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაული აღინიშნება. "ეს არის დღე, როდესაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ იგი გახდებოდა ტაძარი ღვთისა, რომ იგი შობდა ძეს, რომელიც გადაარჩენდა მთელს ქვეყნიერებას" – ასე განმარტა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა 12 უდიდეს საუფლო დღესასწაულთაგან ერთ–ერთი. მეუფე თეოდორემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა რაბათის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა.


| Print |