რელიგია
დიდი ხუთშაბათი და ფეხთბანვის რიტუალი სომხურ სამოციქულო ეკლესიაში
დიდ ხუთშაბათი აღინიშნა ახალციხის გრიგორ განმანათლებლის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიაშიც. ტაძრის წინამძღვარმა წირვის დასაწყისში კარაქი აკურთხა და ფეხთბანვის რიტუალი შეასრულდა. მამა თორგომმა უფლის მიერ 12 მოწაფისთვის ფეხის დაბანის სცენა გაიმეორა. ფეხთბანვის რიტუალში მონაწილება 12–მა ვაჟმა მიიღო. მისი შემადგენელი ნაწილია ნაკურთხი კარაქის ცხებაც. რიტუალი თავმდაბლობისა და ერთობის ნიშანია.

ხვალ სომხური სამოციქულო ეკლესია წითელ პარასკევს აღნიშნავს, რა დროსაც მოწმუნეები უფლის ჯვარზე გაკვრას იხსენებენ.


| Print |