რელიგია
30 აპრილს, პატრიარქის სახელით, 1 100-ზე მეტი ჩვილი მოინათლება
დღეს, 30 აპრილს, წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1 100-ზე მეტი ჩვილი გახდება.

საპატრიარქოს ინფორმაციით, წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს 48-ე ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება. პატრიარქის ნათლულებს ნათლულის მოწმობას, ჯვარს და სააღდგომო ეპისტოლეს საჩუქრად გადასცემენ.

ნათლობის ბოლოს, დაახლოებით 20:00 საათისთვის ტაძარში უწმინდესი მიბრძანდება და თავის ნათლულებს დალოცავს.

ამჟამად პატრიარქს უკვე 30 981 ნათლული ჰყავს. 47-ე ნათლობა წელს, 19 იანვარს გაიმართა. ჩვილთა საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს პირველად გაიმართა.
აღნიშნულის მიზანი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილ ოჯახებში მესამე და მომდევნო შვილები არიან.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"
| Print |