რელიგია
სულთმოფენობის დღესასწაულს ახალციხეში ბერი ანდრიას დედა დაესწრო
მართლმადიდებლური სამყარო სულთმოფენობას აღნიშნავს. დღესასწაული იზეიმეს ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარშიც, სადაც მრევლი ყვავილებითა და სანთლებით მივიდა. სადღესასწაულო წირვა ეკლესიის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა დავითმა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა შესრულდა, ქრისტიანული სწავლების მიხედვით ამ დროს მლოცველებზე სულიწმინდის მადლი გადმოდის.

დღესასწაულს ახალციხეში ბერი ანდრიას დედა, საქველმოქმედო ფონდის შვილობილებთან ერთად დაესწრო.


| Print |