რელიგია
აწყვიტაში აღმოჩენილი ძვლები მართლმადიდებლური წესით დაკრძალეს
სოფელ აწყვიტაში ეკლესიის გალავნის მშენებლობისას აღმოჩენილი ძვლები დაკრძალეს. ათეულობით ადამიანის ნეშტი ერთად შეგროვდა და საერთო საძვალეში მოთავსდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ეპარქიის ხელმძღვანელობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, საერთო საფლავისთვის ადგილი ტაძართან ახლოს შეირჩა. დაკრძალვის წინ მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ახალციხისა ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა
მეუფე თეოდორემ გადაიხადა.


| Print |