რელიგია
სამცხე-ჯავახეთის რელიგიურ უმცირესობებთან სასწავლო შეხვედრა გაიმართა
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის რელიგიურ უმცირესობებთან სასწავლო შეხვედრა გამართა. ღონისძიებას ლათინური და სომხური წესის კათოლიკე სასულიერო პირები, მრევლი და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტის "ასწავლე მაცნეს" ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მიწვეულმა პროფესორებმა და ექსპერტებმა სხვადასხვა თემა განიხილეს. ისაუბრეს უვიზო მიმოსვლის წესებსა და პროცედურებზე, ევროკავშირის ინსტიტუტებზე, რელიგიურ უმცირესობებზე, საკულტო ნაგებობებზე და სხვა.

"ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა" 12-თვიანი პროექტი - " ასწავლე მაცნეს" მიმდინარე წლის 15 მაისიდან, ჰოლანდიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. პროექტის მიზანი უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება სასწავლო შეხვედრები ტოლერანტობაზე, რელიგიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე.


| Print |