რელიგია
"ანთიმოზობას" უდეში რუმინეთის ელჩი დაესწრო
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაში, დღესასწაული მასშტაბურად სოფელ უდეში აღინიშნა. გადმოცემის თანახმად ანთიმოზ ივერიელი სწორედ აქედან იყო. დღესასწაულს რეგიონის პირველ პირებთან ერთად დელეგაცია რუმინეთიდანაც დაესწრო.

გადმოცემის თანახმად, ანთიმოზ ივერიელი თურქთა ერთ–ერთი შემოსევის დროს საქართველოდან გაუტაციათ. ინფორმაცია, რომ იგი უდის მკვიდრი იყო, ისტორიულ წყაროებში არ დასტურდება, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ იგი წარმოშობით მესხეთიდანაა და მისი გატაცებაც აქედან მოხდა. ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე უდეში განსაკუთრებულად სწორედ ამიტომ აღინიშნება. წირვის შემდეგ, სოფელის ცენტრში ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი, ჭადრაკის ჩემპიონატი და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. "ანთიმოზობის" აღნიშვნას სოფელ უდეში საფუძველი 2005 წელს ჩაეყარა.

რუმინეთში ანთიმოზ ივერიელის სახელს უკავშირდება ქართული სტამბის დაარსება. იგი როგორც პოლიტიკური მოღვაწე ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. ხალხს ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებდა. რადიკალურმა კურსმა მთავართან დააპირისპირა, რასაც წმინდანისთვის სასულიერო ღირსების აყრა მოჰყვა. სინას მთისკენ მიმავალი თურქმა ჯარისკაცებმა გზაში მოკლეს და მისი წმინდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს.

1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მის ხსენების დღედ 27 სექტემბერი, წმინდანის გარდაცვალების დღე დააწესა.


| Print |