რელიგია
მართლმადიდებლური სამყარო დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს
მართლმადიდებლური სამყარო დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მოციქულების - პეტრეს და პავლეს ხსენების დღე, სასულიერო პირებმა და მრევლმა, ტაძრებში საზეიმო წირვით აღნიშნეს. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ერთთვიანი მარხვა უძღოდა,რომელიც დღეს თევზითაა ხსნილი. ხვალ კი მარხვა სრულდება. მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე და პავლე მოციქულებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს. წმინდა პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. იგი მეთევზე იყო და სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი უფალმა პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე, თავდაყირა გაკრული აღესრულა.

წმინდა პავლე მღვდელმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს სდევნიდა. როცა ის დროებით დაბრმავდა, ღმერთმა თავისკენ მოუწოდა. მოციქულის სიცოცხლე თავისკვეთით დასრულდა.

| Print |