რელიგია
სოფელ წყორძაში, ეკლესიის ეზოს, შპს “ასტორია” საკუთარი ხარჯებით მოაწყობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყორძაში, ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობისთვის თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ გამოიყოფა. შპს "ასტორია" ეზოს საკუთარი ხარჯებით მოაწყობს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით ასფალტის საფარი, რომელიც ტაძრის საძირკვლამდე იყო დაგებული უკვე მოხსნილია. ზაზა მელიქიძის თქმით, ტერიტორიაზე ასფალტი მუშებმა ადგილობრივების თხოვნით, მათთან შეუთანხმებლად დააგეს.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, გარდა იმისა, რომ მე–13 საუკუნის აღდგომის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია სპეციალური მასალით მოპირკეთდება, კომპანია ვალდებულია გზაზე სპეციალური მინიშნებებიც დაამონტაჟოს.

ამ სამუშაოების შესასრულებლად შპს "ასტორიას" ვადა ოქტომბრის ბოლომდე განესაზღვრა.

კომპანია სოფელ წყორძაში გზის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს.


| Print |
თეგები: წყორძა / ასტორია /