დღეს, 10:00 საათზე სადღესასწაულო წირვა ჩატარდა. წირვის შემდეგ პარაკლისი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ლაზარემ გადაიხადა.
წმინდა ნაწილების მოლოცვა მრევლს 25 დეკემბრამდე შეუძლია. ამის შემდეგ სიწმინდეს ბორჯომიდან სურამისა და ხაშურის ეპარქიაში წააბრძანებენ.
წყარო: ბორჯომის ტელევიზია