უფლის აღდგომა იზეიმეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისშიც. ეთნიკურად სომეხ და აღმსარებლობით კათოლიკე
მოსახლეობას წირვის ბოლოს ტაძრის წინამძღვარმა მაცხოვრის აღდგომა ახარა. დღესვე მღვდელმსახურებმა ყველაზე მნიშვნელოვანი – ცეცხლის კურთხევის რიტუალი ჩაატარეს.
გთავაზობთ ფოტო და ვიდეო მასალას სხვილისის ტაძრიდან.