სამართალი
ახალგაზრდა მამაკაცი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში 33 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

იგი 19 მაისს საქონელს მწყემსავდა, როცა მეხი დაეცა. შემთხვევას ჰყავს თვითმხილველები, რომლებიც მინდორში მასთან ერთად იმყოფებოდნენ.

შემთხვევას ადასტურებს მერის წარმომადგენელი კახა გელაშვილი.
"მწყემსად იყვნენ სოფლის ბიჭები, როცა მეხი დაეცა. მეოჯახე ბიჭი იყო, მეუღლე ჰყავს, პირველ შვილს ელოდებოდნენ" - განაცხადა "მე-9 არხთან" საუბრისას.
| Print |