სამართალი
100 წლის წინ, საქართველოს კონსტიტუციით, სიკვდილით დასჯა გაუქმდა
ქვეყნის დამოუკიდებლობისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საჯარო ლექცია

გაიმართა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სამართლის დოქტორმა თემით დაინტერესებულ აუდიტორიას 1918–21 წწ ვითარება გააცნო. განხილვის ძირითადი თემა იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია.

სამართლის დოქტორი მალხაზ ლომსაძე აღნიშნავს, რომ პირველი კონსტიტუციით ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები იყო შექმნილი.

იურიდიული ფაკულტეტის დეკანი მაშინდელ მთავარ იურიდიულ აქტს ყველაზე ლიბერალურ დოკუმენტს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს მაშინდელი კონსტიტუცია იყო პირველი, რომელმაც გააუქმა სასჯელი – ადამიანის სიკვდილით დასჯა. 



| Print |