სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა
ნინოწმინდაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას დღეს მსხვერპლი მოყვა. ავარიის შედეგად,

ერთმანეთს "ლადას" და "ფოლგსვაგენის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

დაშავებულები მრავლობითი მოტეხილობებით ახალქალაქისა და ნინოწმინდის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

სოფელ ჯიგრაშენთან მომხდარ ავტოავარიას 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით.



წყარო: რადიო ნორი.



| Print |