სამართალი
ოლქის პროკურორი: ,,ახალგაზრდებში ვდებთ ინვესტიციას"
საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტის ფარგლებში სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან შეხვედრა მოეწყო.  სამცხე–ჯავახეთის საოლქო და ახალციხის რაიონული პროკურორები სტუდენტებს ოჯახური ძალადობის, ნაფიცი მსაჯულის ინსტიტუტის, პროკურატურის საქმიანობისა და ავტოსატრანსპორტო დანაშაულების შესახებ ესაუბრნენ.

ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ კითხვებზე პასუხები პროკურორებისგან პირადად მიეღოთ.


| Print |