სამართალი
საპროტესტო აქცია ბაზრის დირექტორის მხარდასაჭერად
ახალქალაქის მერიასთან, პროტესტის ნიშნად, დღეს, დაახლოებით 350 ადამიანი შეიკრიბა. ისინი ბაზრის ყოფილი დირექტორის დაკავებას აპროტესტებენ

და ფიქრობენ, რომ არარატ საარიანს ფაქტი მოუწყეს. კუმურდოს მაცხოვრებლები და საარიანის ოჯახის წევრები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ და აცხადებდნენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ ვიდეოჩანაწერი, სადაც არარატ საარიანის უდანაშულობა მტკიცდება.

,,დისკზე ჩანს, რომ ერთი ადამიანი რამდენჯერმე მიდის არარატთან, საწყობის აღება და გადაფორმება უნდა. მას შემდეგ რაც გასაღები გადაეცა ამ ადამიანს, მერუჟან ოგანესიანი რეგისტრაციისთვის ოფისში წასვლას სთავაზობს.

შემდეგ ეს ადამიანი აძლევს თანხას, მერუჟანი ქვითრის მისაცემად წასვლას აპირებს, თუმცა იგი ეუბნება, რომ დაბრუნდება და ქვითარს მერე აიღებს. მერუჟანი კვლავ ეუბნება, რომ მას მოუწევს ყოველ თვე გამოუწეროს 33 ლარიანი ქვითარი, ჯამში 1000 ლარის. ამ საუბრის შემდეგ ეს ადამიანი მიდის, ხოლო რამდენიმე წამში მოდის პოლიცია და აკავებს მერუჟანს. ფაქტია, რომ ეს იყო მოწყობილი
"– აცხადებს დაკავებულის ძმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზრის" დირექტორი არარატ საჰარიანი და უფროსი კონტროლიორი.

არარატ საჰარიანს პირადი გამორჩენის მიზნით, 1 000 ლარად ბაზრის ტერიტორიაზე ფართის გაქირავებას ედავებიან.

გამოძიების ცნობით, საჰარიანი უფროს კონტროლიორთან ერთად მოქმედებდა, ამიტომ მათ სსკ-ის 221-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით აქვთ ბრალი წარდგენილი, რაც ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს.

საჰარიანი შპს „ახალქალაქის ბაზრის“ დირექტორად 2014 წელს დაინიშნა. უფროსი კონტროლიორი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 16 მაისს დააკავეს, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
| Print |