სამართალი
ვალეში 10 კილოგრამი არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ვალე“, 10 კილოგრამი არადეკლარირებული ოქროს

საიუველირო ნაკეთობები ამოიღეს. დეკლარირებას ქვემდებარე, საქართველოში კანონდარღვევით შემოტანილი საქონელი სომხეთის მოქალაქის ა.ჰ-ს მანქანაში იქნა აღმოჩენილი.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ინფორმაციას და ფოტოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
| Print |