სამართალი
აწყურში 35 წლის კაცს დენმა დაარტყა
უბედური შემთხვევა მოხდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში.

35 წლის კაცს დენმა დაარტყა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ,,იმედ"–ში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, რა დროსაც უბედურ შემთხვევას კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომელს ა.კ. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სოფელ აწყურში ახალი ხიდის მშნებელობა სამ თვეზე მეტია მიმდინარეობს. სამუშაოებს „ჯორჯიან ბრიჯ ქონთრაქშენი“ ახორციელებს. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
| Print |