სამართალი
განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ახალციხეში ბრალდებული დააკავეს
ახალციხეში 20 წლის ნ.ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.


შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა 22 ივლისს, ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1998 წელს დაბადებულ თ.მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ნ.ა. ახალციხეში 24 ივლისს დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
| Print |