სამართალი
ოპოზიციონერი დეპუტატის ცემის ფაქტზე, პოლიციაში მხარეები იკითხებიან
შსს–მ ადიგენში მომხდარ ინცინდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

როგორც უწყებაში ამბობენ, გრძელდება ინციდენტში ჩართული პირების გამოკითხვაც.

„საქმეზე გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ ქვეპუნქტით. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირებაში ჩართული ორივე მხარის გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება“, -განაცხადეს შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ ადიგენში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარ დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ზურაბ შაინიძე ამბობს, მას, მის შვილსა და მეგობრებს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

| Print |