სამართალი
ერთი დაღუპული და 12 დაშავებული - ავარია ფერმასთან
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 12 ადამიანი.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სამგზავრო ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |