სამართალი
სათხაში ორი პირი მოკლეს
ორი მოკლული და 4 დაკავებული – მკვლელობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში გამთენიისას მოხდა.


მკვლელობა ურთიერთშელეპარაკების ნიადაგზე, სათხის ცენტრში ეკლესიასთან ახლოს, 11 აგვისტოს მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები და კრიმინალისტები მუშაობენ. შსს–ს ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა გამოძიების პროცესში შესაძლოა მუხლი შეიცვალოს. საქმეს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

შელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის მსხვერპლნი ადგილობრივები არ არიან. ადგილობრივების განმარტებით, გარდაცვლილები სოფელში, ერთერთი კერძო სახლის მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებულნი.

წყარო: რადიო ნორი


| Print |