სამართალი
ბორჯომში ავარიით 26 წლის ბიჭი გარდაიცვალა
ბორჯომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის მამაკაცი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის მოტოციკლით მშენებარე სახლს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით, ფოსტის შენობასთან, მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი ბორჯომში დასასვენებლად იმყოფებოდა.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გახდა.


| Print |