სამართალი
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში ძარცვის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოფელ წყალთბილაში მომხდარი ძარცვის ფაქტზე 1968 წელს დაბადებული ა.ა. დააკავა.

ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციის მიერ გატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 12 აგვისტოს, ახალციხის რაიონის სოფელ წყალთბილაში მცხოვრებ ს. პ.-ს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში შესვლისას, ოთახში დახვდა უცნობი კაცი, რომელმაც ყელიდან ოქროს ყელსაბამი ჩამოჰგლიჯა და გაიქცა.

სამართალდამცველების მიერ ძარცვის ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა დანაშაულის ჩამდენი პირი.

პოლიციამ მომხდარიდან 4 დღეში ბრალდებულის სახით წარსულში ქურდობაზე, იარაღის უკანონო შეძენა, შენახვასა და მკვლელობის მცდელობაზე ნასამართლევ ა.ა. დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" პუნქტებით მიმდინარეობს.
| Print |