სამართალი
ნინოწმინდაში კაზინო გაძარცვეს
22 სექტემბერს, გვიან ღამით, ნინოწმინდის ცენტრში, კაზინო დააყაჩაღეს.

რადიო ნორის ინფორმაციით, სავარაუდოდ, შეიარაღებული მძარცველები ნიღბებით იყვნენ.

სისხლის სამართლის საქმე 179–ე მუხლის, პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ჩადენილი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
| Print |