სამართალი
ბაკურიანში აზერბაიჯანელი გოგო გარდაიცვალა

ბაკურიანში, ერთ-ერთ სასტუმროში, აზერბაიჯანის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.



შემთხვევა 27 სექტემბერს მოხდა. ბაკურიანში ამბობენ, რომ გოგონა საერთაშორისო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, მათ კულტურას წარმოაჩენდნენ.

ახალგაზრდა ქალი ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრის დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის - სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მუხლით დაიწყო.

გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება და სიკვდილის მიზეზის დადგენის შემთხვევაში, საქმე შეწყდება ან გადაკვალიფიცირდება.

 

| Print |