სამართალი
სოფელ კლდეში მამაკაცს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში, 72 წლის მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა.
შემთხვევა 27 სექტემბერს მოხდა. მანქანას 32 წლის მამაკაცი მართავდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ავტომობილი ჯერ საქონელს დაეჯახა, შემდეგ კი მამაკაცს, რომელიც მაღაზიიდან გამოდიოდა.
შსს–ში ამბობენ, რომ ავტომობილის მძღოლი დააკავეს და ვიდეომასალას გაავრცელებენ.
| Print |