სამართალი
ნინოწმინდაში მოპარული პირუტყვის ნაწილს ჯერ კიდევ ეძებენ
სოფელ სამებაში უცნობმა პირებმა 16 სული ძროხა ბოსლიდან მოიპარეს. ძროხების მეპატრონე სოფელ ჟდანოვაკანის მკვიდრია.

რადიო ,,ნორ“–ის ინფორმაციით, არსენ ტუმასიანს საქონელი ორი წლის წინაც მოპარეს. შემთხვევა 4 ოქტომბერს, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა.

სისხლის სამართლის საქმე 177–ე მუხლის მეორე, მესამე და მე–4 ნაწილის ბე და ა პუნქტებით აღიძრა.

16 მოპარული პირუტყვიდან, სამართალდამცველებმა ჯავახეთის მთებში 14 მათგანი უკვე იპოვეს, ორ სულს კი ჯერ კიდევ ეძებენ.
| Print |