სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
შსს–ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,

1975 წელს დაბადებული დ. ბ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბორჯომში დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, იგივე სირეცი ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

| Print |