სამართალი
ახალქალაქში ქართული ოცნების წევრები გაერთიანებულ ოპოზიციას დაუპირისპირდნენ
თავდასხმა მოხდა ახალქალაქის გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში.

ენმ–ს ინფორმაციით, დაახლოებით 30–მდე აქტივისტი, ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენძელ მკოიანის ძმის ხელმძღვანელობით, თავს დაესხა ოფისში მყოფ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს.

თავდამსხმელები ხელკეტებითა და ჯოხებით იყვნენ შეიარაღებული. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა 5 ადამიანი, რომლებიც გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში.



მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 239–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის ხულიგნობას ცეცხლსასროლი იარაღით ან იარაღის სხვა საგნის გამოყენებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4–დან 7 წლამდე ვადით.

გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თავდასხმა მოხდა, ვიდეოკამერებია დამონტაჟებული, თუმცა ტექნიკური ხარვეზების გამო ჩანაწერი არ არსებობს.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი პარლამენტარ გედევან ფოფხაძის განცხადებას იხსენებს და მომხდარს ძალადობად აფასებს.

,,თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების"- გედევან ფოფხაძე

| Print |